ადოკატი – „საკრებულოსთან დაკავებულ თორნიკე ბიკაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება“

ადოკატი - „საკრებულოსთან დაკავებულ თორნიკე ბიკაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება“თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქციის 12 მონაწილე დედაქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან გადაყვანილნი. მათთან ადვოკატი იმყოფებოდა, რომელმაც სამი დაკავებულის მონახულება შეძლო. ადვოკატის განცხადებით დაკავებულ თორნიკე ბიკაშვილს, რომელიც სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, სახისა და ქვედა კიდურების არეში ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

– შევხვდი სამ დაკავებულ პირს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სულ დაკავებულია 12 პირი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ბიკაშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიციელების მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, დაზიანებები აქვს ტუჩზე და ფეხზე, ამბობს, რომ პოლიციელებმა მიაყენეს მას დაზიანებები, – აღნიშნავს ადვოკატი.

ნიუპოსტი