”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” – მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” - მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდაპრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ის პუნქტები გააცნეს, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.

– ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე – გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ ბუნებრივია, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიუპოსტი