ალვარო მორატა მალე მოედანს დაუბრუნდება

ალვარო მორატა მალე მოედანს დაუბრუნდებაჩელსის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა მალე მოედანზე დაბრუნდება. მორატამ უფრო მალე შეძლო გამოჯანმრთელება, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდოდბდნენ, რადგან ალვაროს წესით ერთი თვე უნდა დაესვენა.

მორატა ამჟამად თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს და ის თითქმის მზად არის სათამაშოდ, თუმცა ჩელსის და რომას დაპირისპირებაში ის სავარაუდოდ მონაწილეობას არ მიიღებს.

მორატამ ჩელსის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და მისმა გუნდმა ეს მატჩები წააგო, ამიტომ მისი მოედანზე დაბრუნება ჩელსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.