ანდრეა პირლომ შესაძლოა ჩელსიში დაიწყოს მუშაობა

ანდრეა პირლომ შესაძლოა ჩელსიში დაიწყოს მუშაობაანდრეა პირლო დეკემბერში საფეხბურთო კარიერას დაასრულებს და შესაძლოა მან ჩელსიში დაიწყოს მუშაობა, როგორც ანტონიო კონტეს ასისტენტმა. პირლოს და კონტეს მეგობრული ურთიერთობა აქვს და პირლომ აღიარა, რომ კონტეს სურს მასთან ერთად მუშაობა.

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას დრო ჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი აწონ-დაწონოს და მხოლოდ ამის შემდეგ ის მიიღებს გადაწყვეტილებას. პირლომ კარიერის დიდი ნაწილი მილანში გაატარა, თუმცა ბოლო წლები ის იუვენტუსის ღირსებას იცავდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო.