მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰოლანდიელმა არიენ რობენმა ნაკრებში კარიერა დაასრულა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. რობენის თქმით ის უკვე ახალგაზრდა არ არის და ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში მისთვის რთული იქნება:
” 33 წლის ვარ და ვფიქრობ ნაკრებში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად უამრავი გამოცდა გამოვიარე და ბევრი რამ კარგად მახსენდება. ვამაყობ, რომ ჩემი ნაკრებისთვის სასარგებლო ვიყავი”– განაცხადა არიენ რობენმა.
რობენის დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში 2003 წელს შედგა.

