ბაღების დირექტორები “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ – მესამე სექტორი პროკურატურას მიმართავს

ბაღების დირექტორები "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ - მესამე სექტორი პროკურატურას მიმართავსარასამთავრობო ორგანიზაციები ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხზე, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

– ბაღების სააგენტოს, რომელთა მიმართაც დაქვემდებარებაში არიან სხვადასხვა ბაღების დირექტორები და თანამშრომლები, მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას, საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და წინასაარჩევნო კამპანიაში ბაღების დირექტორების იძულებით ჩართვას. თუ დადასტურდება ეს ფაქტები, შესაბამის პირებს უნდა დაეკისროთ ადეკვატური პასუხისმგებლობა,- განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

ბაღების რამდენიმე დირექტორმა სიების შეგროვება “სტუდია მონიტორს” დაუდასტურა.

ნიუპოსტი