ბარსელონა მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველით ჯოშუა კიმიხით დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიური გუნდი მზად არის კიმიხის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კიმიხი გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და მან უკვე მოახერხა ბაიერნის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.
ბაიერნი თავისი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს და 50 მილიონი მათთვის საკმარისი თანხა არ არის. რაც შეეხება თვითონ კიმიხს ის ბაიერნში ბედნიერია და არ აპირებს სხვა კლუბში გადასვლას.

