ბარსელონამ ცარიელი ტრიბუნების წინ ლას პალმასს 3:0 მოუგო – კატალონიური პროტესტი ესპანეთის მთავრობას – ვიდეო

ბარსელონამ ცარიელი ტრიბუნების წინ ლას პალმასს 3:0 მოუგო - კატალონიური პროტესტი ესპანეთის მთავრობას - ვიდეოდღეს ლა ლიგაში ბარსელონა საკუთარ მოედანზე ლას პალმასს შეხვდა.

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების გამო ბარსელონამ ამ მატჩის გადადება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

თამაშის ჩაშლის შემთხვევაში ბლაუგრანას ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება შეხვედრა ჩაეტარებინათ, ოღონდ პროტესტის ნიშნად მატჩი უმაყურებლოდ გამართეს. თანაც, უსაფრთხოებაც არ იყო გარანტირებული.

ბარსელონამ ცარიელი ტრიბუნების წინ ლას პალმასს 3:0 მოუგო - კატალონიური პროტესტი ესპანეთის მთავრობას - ვიდეოეს გადაწყვეტილება ბარსელონას ხელმძღვანელობამ შეხვედრის დაწყებამდე 25 წუთით ადრე მიიღო. გულშემატკივრები “ნოუ კამპზე“ შესვლას და თამაშის ჩაშლას, შემდეგ კი საარჩევნო უბნების დასაცავად წასვლას აპირებდნენ, მაგრამ ისინი სტადიონზე არ შეუშვეს.

ჟერარ პიკე თამაშის ჩატარების წინააღმდეგი გახლდათ. იგივე პოზიცია დააფიქსირა კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლეს ვილარუბიმ, რომელიც პროტესტის ნიშნად გადადგა. მოგვიანებით კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ მისი გადადგომა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე იმიტომ ჩაატარეს, რათა მთელს მსოფლიოს ენახა, რა ხდება მათთან.
ესპანეთისგან გამოყოფას ხმა მისცეს “ბარსას“ ამჟამინდელმა და ყოფილმა ფეხბურთელებმა ჟერარ პიკემ, ხავიმ, კარლეს პუიოლმა და სხვებმა, აგრეთვე “მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ. მათ დაგმეს სამართალდამცველთა ძალადობის ფაქტები და სამარცხვინო უწოდეს.
რაც შეეხება თავად შეხვედრას, სტუმრებმა ესპანეთის ერთიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის გერბიანი მაისურებით ითამაშეს და პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, შესვენების შემდეგ კი “ბარსამ“ იძალა და 3:0 გაიმარჯვა.

დუბლი ლეო მესიმ მიითვალა, ერთი გოლი კი სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან ბოლოს მეტოქის კარი 34 თვის წინ დალაშქრა – მაშინ მისი გოლით ასულგრანამ პრიმერაზე “ვალენსია” 1:0 დაამარცხა.
უეფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გააფრთხილა, რომ თუ კატალონიურ გუნდებს ჩემპიონატში ასპარეზობას აუკრძალავს, მათ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.

სპორტალი