დანი კარვახალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დანი კარვახალის მდგომარეობა გაუმჯობესდამადრიდის რეალის ფეხბურთელი დანიელ კარვახალი ისევ საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ექიმების თქმით კარვახალი თითქმის განიკურნა იმ ვირუსისგან, რომელიც მისი გულის მუშაობაზე გავლენას ახდენდა და უახლოეს მომავალში ის ბოლომდე გამოჯანმრთელდება.

მიუხედავად ამისა, კარვახალს რაღაც დროით მაინც მოუწევს ფეხბურთისგან დასვენება, რადგან ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია და როდის დაბრუნდება მოედანზე ჯერჯერობით უცნობია . რეალი შემდეგ შეხვედრას სტუმრად ხეტაფეს წინააღმდეგ ჩაატარებს.