მადრიდის რეალის მცველს დანი კარვახალს გულის პრობლემები აღმოუჩინეს, რის გამოც მან შესაძლოა 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულოს. ჯერჯერობით ექიმებს ზუსტი პროგნოზი არ გაუკეთებიათ შეძლებს თუ არა კარვახალი კარიერის გაგრძელებას, მაგრამ რეალში ადასტურებენ, რომ დანის გულის პრობლემები აქვს.
იმ შემთხვევაში თუ ის კარიერას გააგრძელებს შესაძლოა მას სერიოზული სირთულეები შეექმნას. კარვახალი რეალის აღზრდილია და თავის პოზიციაზე ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. კარვახალს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

