დონეცკის შახტარის და საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ფეიონარდთან თამაშის შემდეგ შახტარის მწვრთნელის პაულო ფონსეკას შექება დაიმსახურა. ხოჭოლავა მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როდესაც უკრაინული გუნდი კაცნაკლული დარჩა რაკიცკის გაძევების შემდეგ.
შახტარი 2:1 იგებდა და მათ ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს, რაც ხოჭოლავას დამსახურებაც არის, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა. ქართველმა მცველმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის მოხარულია გამარჯვებით, მაგრამ ჯგუფიდან გასვლისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
სამი ტურის შემდეგ შახტარი 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

