ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა

ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანაპსჟ-ს ურუგვაელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 7 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. კავანი რამდენიმე წლის მანძილზე პსჟ-ს მთავარი ფორვარდი იყო და ნეიმარის მოსვლის შემდეგაც კი მას პოზიციები არ დაუკარგავს.

კავანიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანო რონალდუს და რუუდ ვან ნისტელროის აქვთ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 8-ჯერ შეძლეს თავის გამოჩენა. კავანის კარგი შანში აქვს გააგრძელოს თავისი სერია, რადგან შემდეგ შეხვედრას პსჟ საკუთარ მოედანზე ანდერლეხტის წინააღმდეგ ჩაატარებს.