ევერტონმა რონალდ კუმანი გაანთავისუფლა

ევერტონმა რონალდ კუმანი გაანთავისუფლალივერპულის ევერტონმა ჰოლანდიელი სპეციალისტი რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა. ეს მას შემდეგ მოხდა რაც ევერტონმა საკუთარ მოედანზე არსენალთან 2:5 წააგო.

ზოგადად წლევანდელი სეზონი ევერტონისთვის ძალიან ცუდად მიმდინარეობს, რადგან გუნდი ინგლისის ჩემპიონატში გასავარდნ ზონაში იმყოფება, რაც ევერტონისთვის უჩვეულოა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კუმანის ადგილს და ევერტონის ხელმძღვანელობა რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. არ არის გამორიცხული გუნდში ევერტონის ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესი დაბრუნდეს.