გარეტ ბეილი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. ექიმებს ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ უელსის ნაკრების ლიდერი შეძლებდა თამაშს, მაგრამ ბეილმა ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა.
უელსელებისთვის ბეილის არყოფნა უდიდესი დანაკლისია და მის გარეშე უელსის ნაკრებს ყოველთვის უჭირს წარმატებისთვის მიღწევა. საქართველოსთან შეხვედრა უელსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.
საქართველოს ნაკრები უელსის ეროვნულ გუნდს 6 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

