მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ გარი ნევილმა, რომელიც ამჟამად ფეხბურთის ექსპერტად მუშაობს ტელევიზიაში, განაცხადა რომ რომელუ ლუკაკუმ სუსტი შეხვედრა ჩაატარა ლივერპულის წინააღმდეგ.
ნევილის თქმით, ლუკაკუ არ იყო საკმარისად ჩართული თამაშში და თავის გუნდს საკმარისად არ ეხმარებოდა.
ბელგიელმა ფორვარდმა თავის კრიტიკოსებს უპასუხა, რომ მას კარგი სტატისტიკა აქვს პრემიერ ლიგაში და მომავალში ის მხოლოდ უკეთესი გახდება. ლუკაკუმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჟოზე მოურინიო მას ბოლომდე ენდობა და მანჩესტერში ის თავს ძალიან კარგად გრძნობს.

