საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია, ბოლო პერიოდში ადამიანთა გარკვეული ჯგუფის კრიტიკის სამიზნე გახდა.
გურამ კაშიამ მათი ნეგატიური დამოკიდებულება Stonewall-ის თანასწორობის კამპანიაში მონაწილეობის გამო დაიმსახურა, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა.
კოლეგას ქართველმა ფეხბურთელებმა ლევან კობიაშვილმა,თორნიკე ოქრიაშვილმა,ალექსანდრე იაშვილმა, ნიკა კაჭარავამ, და ბაჩო ცხადაძემ სოლიდარობა გამოუცხადეს და მისი მხარდაჭერის ნიშნად „ინსტაგრამსა“ და Facebook-ზე გურამ კაშიას ფოტოები გამოაქვეყნეს.
ნიუპოსტი