ია სუხიტაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა

ია სუხიტაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდარუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა. ეს სასიხარულო ინფორმაცია მისმა კოლეგამ, რუსთაველის თეატრის მსახიობმა მანანა აბრამიშვილმა გაავრცელა:
– ბიჭია! ბიჭი! – დაწერა მანანამ სოციალურ ქსელში და ია სუხიტაშვილმა უამრავი მილოცვა და საუკეთესო სურვილები მიიღო.
მსახიობს მეორე ბიჭი მესამე ქორწინებიდან ეყოლა. როგორც ია სუხიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მეუღლეს არ სურს მასმედიის წარმომადგენლების წინაშე გამოჩენა, ამიტომ იაც პატივს სცემს ქმრის გადაწყვეტილებას და მასზე საჯაროდ არ საუბრობს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ია და მისი მესამე მეუღლე თებერვალში დაქორწინდნენ და ის პროფესიით მსახიობი არ არის.
ია სუხიტაშვილი პირველად მსახიობ კახა ახვლედიანზე დაქორწინდა. წყვილს ბიჭი ლუკა ეყოლა, თუმცა მათი ქორწინება მალე დასრულდა. მეორედ ია სუხიტაშვილი მიშა მესხზე იყო დაქორწინებული, თუმცა ეს ქორწინებაც გაყრით დასრულდა.

თავად იამ სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

„დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის, სათითაოდ გიგზავნით სიყვარულს თქვენი სითბოსთვის. უბედნიერესი ვარ, რომ კიდევ ერთი საოცარი ბიჭის დედა გავხდი.

პ.ს. ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ ბედნიერებას არაფერი შეედრება“.