ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი უახლოეს მომავალში პორტუგალიურ პორტოს დატოვებს. ამის მიზეზი ის არის, რომ პორტუმ სატრანსფერო ფეირპლეი დაარღვია და იძულებულია კასილიასი გაყიდოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უეფასგან სასჯელი არ აცდებათ.
კასილიასი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ ის პორტოში არ დარჩება. სად გააგრძელებს თამაშს კასილიასი ჯერჯერობით უცნობია და არ არის გამორიცხული რომ მან საფეხბურთო კარიერა დაასრულოს.
იკერ კასილიასი 16 წლის მანძილზე მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა და ამ გუნდთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო.

