ისლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო დაამარცხა 2:0 და თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამრიგად ისლანდიელებმა პირველად ისტორიაში მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური და ისეთ ნაკრებებს აჯობეს, როგორებიც ხორვატია და უკრაინა არიან.
ისლანდიის ნაკრებმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოუმატა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიელები მეოთხედფინალში გავიდნენ. შესარჩევ ეტაპზე მათ 7 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.
მეორე ადგილი ხორვატიამ დაიკავა, ხოლო შევჩენკოს მიერ გაწვრთნილი უკრაინის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.