იუპ ჰაინკესმა ბაიერნში დაბრუნებაზე ისაუბრა

იუპ ჰაინკესმა ბაიერნში დაბრუნებაზე ისაუბრამიუნხენის ბაიერნის ახალმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ ბაიერნში დაბრუნება მას ოჯახმა ურჩია. ჰაინკესი ბაიერნიდან 2013 წელს წავიდა და ის ფეხბურთში დაბრუნებას აღარ აპირებდა, მაგრამ მან გადაწყვეტილება შეცვალა.

” ჩემმა ცოლმა და შვილმა მითხრეს რომ ბაიერნში უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან ბაიერნს ახლა ისე ვჭირდები როგორც არასდროს. გუნდს რთული პერიოდი აქვს და ვეცდები რომ მდგომარეობა გამოვასწორო”– განაცხადა ჰაინკესმა.

2013 წელს ჰაინკესის მეთაურობით ბაიერნმა ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა, ხოლო ჰაინკესმა კი თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.