ბაიერნის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი იუპ ჰაინკესი გახდა, რომელიც ამ გუნდიდან 2013 წელს წავიდა. ჰაინკესმა აღიარა, რომ ბაიერნის ხელმძღვანელობამ მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ ჰაინკესის თქმით მას დაფიქრება სჭირდება გადაწყვეტილების მიღებამდე.
”4 წელია ფეხბურთთან შეხება არ მქონია და ასე უცებ დაბრუნება ჩემთვის რთული იქნება. ბაიერნს დიდ პატივს ვცემ, ამიტომ მათ წინადადებაზე დავფიქრდები. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებ”– განაცხადა იუპ ჰაინკესმა.
ჰაინკესის მწვრთნელობის დროს 2013 წელს, ბაიერნმა ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა. ჰაინკესის წასვლის შემდეგ ბაიერნი ხოსეპ გვარდიოლამ ჩაიბარა.

