ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია და მისი აზრით ლივერპული მოგებებს მალე დაიწყებს. კლოპის გუნდმა სტუმრად ნიუკასლთან ითამაშა ფრე 1:1 და გერმანელი სპეციალისტი თვლის რომ ეს შედეგი არ იყო სამართლიანი:
” თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ისევ არალოგიკური გოლი გავუშვით, რაც სამწუხაროდ უკვე ჩვევად გვექცა. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ, რადგან შეტევაში კარგად გამოვიყურებით და ჩვენი უიღბლობაც ოდესმე დასრულდება”– განაცხადა იურგენ კლოპმა
7 ტურის შემდეგ ლივერპული ინგლისის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრაში ლივერპული საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.

