ლივერპულმა სტუმრად მარიბორი 7:0 გაანადგურა და უიღბლო სერია შეწყვიტა. იურგენ კლოპის გუნდი საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ ახერხებდა გამარჯვების მოპოვებას და მათ მთელი ჯავრი მარიბორზე იყარეს, რომელმაც ინგლისურ კლუბს ვერაფერი დაუპირისპირა.
იურგენ კლოპი თავისი შეგირდების გარჯით ძალიან კმაყოფილი დარჩა და მისი თქმით ყველა ფეხბურთელმა იდეალურად ითამაშა. ” ასეთი კარგი თამაში დიდიხანია არ გვიჩვენებია. ყველა ფეხბურთელმა შეასრულა თავისი დავალება და შედეგიც სახეზეა”– განაცხადა იურგენ კლოპმა.

