ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა მალე კარიერის დასრულებაზე იფიქრებს. კაკა ბოლო 3 წლის მანძილზე ამერიკაში თამაშობს, სადაც ორლანდოს ღირსებას იცავს. ის უკვე 35 წლის არის და კაკას თქმით მას სულ უფრო და უფრო უჭირს ფეხბურთის თამაში, რადგან ამისთვის ფიზიკური კონდიციები არ ყოფნის.
” ფეხბურთის თამაში უკვე ისეთ სიამოვნებას აღარ მანიჭებს, როგორც ადრე, ამიტომ შესაძლოა კარიერის დასრულებაზეც ვიფიქრო. ჩემი სხეული ფიზიკურ დატვირთვებს ვეღარ უძლებს და ჩემს ასაკში ეს არც არის გასაკვირი”– განაცხადა კაკამ.
რიკარდო კაკამ სახელი მილანში თამაშით გაითქვა და 2007 წელს მან ოქროს ბურთის მოგებაც მოახერხა.

