კოუტინიომ პსჟ-ს ბარსელონა ამჯობინა

კოუტინიომ პსჟ-ს ბარსელონა ამჯობინალივერპულის ბრაზილიელ ფეხბურთელს ფილიპე კოუტინიოს პსჟ-ში თამაში არ სურს და მისი ოცნება ბარსელონაში გადასვლაა. პსჟ-მ გამოთქვა სურვილი კოუტინიოს შეძენის, მაგრამ ფეხბურთელის აგენტის თქმით ფილიპეს მხოლოდ ბარსელონა აინტერესებს.

კოუტინიო შესაძლოა იანვარში გახდეს ბარსელონას ფეხბურთელი, რადგან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლივერპული თანახმაა 150 მილიონის სანაცვლოდ კოუტინიოს შეელიოს.

ბარსელონას ბრაზილიელი ნახევარმცველის ყიდვა ზაფხულშიც სურდა, მაგრამ ლივერპულმა კოუტინიოს გაყიდვაზე უარი თქვა.