ლაშა პაპაშვილი – “ლარის გაუფასურება შოკია ქვეყნისთვის, რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი?!”

ლაშა პაპაშვილი - "ლარის გაუფასურება შოკია ქვეყნისთვის, რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი?!"ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ლარის ბოლოდროინელ ნახტომისებურად გაუფასურებას “საქმის კურსთან” ეხმაურება. ბიზნესმენი პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს და აცხადებს, რომ ის, რაც ეროვნულ ვალუტას სჭირს, სებ-ის არასწორი მუშაობის შედეგია.
– ძალიან ცუდ მოლოდინებს აჩენს. შოკია პირდაპირ ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ ვიცი რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი.
ყველა საშუალება აქვს, რომ ასეთი ფლუქტუაციები არ იყოს. ფუნდამენტური ფაქტორები რომ არ არსებობს და მაინც უშვებს ეროვნული ბანკი, ეს მის უნიათობაზე მიუთითებს. არანაირი საგარეო ფაქტორი არ არის. ეს არის მხოლოდ ეროვნული ბანკის არასწორი მუშაობა. როცა ასეთ შოკს უკეთებ ბიზნეს, რა თქმა უნდა გამოსვლას დრო სჭირდება. იზრდება უნდობლობა, ემოციური შესყიდვები დოლარის და ა.შ, – აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება და თუ ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას,  შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
ბიზნესმედია