ლესტერის თავკაცი კლოდ პიუელი გახდება

ლესტერის თავკაცი კლოდ პიუელი გახდებალესტერის ახალი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი კლოდ პიუელი იქნება, რომელსაც ინგლისში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. პიუელი მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება, მანამდე კი ლესტერს კრეიგ შექსპირის თანაშემწე უხელმძღვანელებს.

შექსპირი ცუდი შედეგების გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რადგან ლესტერს 9 ტურის შემდეგ მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს და გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურება. პიუელი თავის დროზე საკმაოდ წარმატებით მუშაობდა საუთჰემპტონში, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ის გაანთავისუფლეს.