ლევან ხაბეიშვილი: „მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია,  შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა“

ლევან ხაბეიშვილი: „მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია,  შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა“”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, თბილისის მერიასთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მოხდა მისი გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი არასრულია და მოითხოვს გაავრცელონ ის ჩანაწერები, თუ რატომ აღმოჩნდა ის თბილისის მერიაში.

– თბილისის მერიას ის ვიდეოჩანაწრები არ აქვს გამოქვეყნებული, თუ რატომ გავხდი მე იქ შეუძლოდ. მე მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ეს ცხადია. შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. მე მოვითხოვ ამას მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია. ასევე არ არსებობს ოქმი, რის გამო მომიტაცე, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მას შეუძლია ყველა პირის ამოცნობა და იდენტიფიცირება, ვინც საპროტესტო აქციის დროს მისი გატაცება მოახდინა.

თბილისის პროკურატურაში ლევან ხაბეიშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს.

გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.