ლევან ხაბეიშვილი – ”სუს-ის თანამშრომლებმა მცემეს”

ლევან ხაბეიშვილი - ”სუს-ის თანამშრომლებმა მცემეს”ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს და სცემეს.

– მომიპარეს სუს-ის თანამშრომლებმა აქციიდან. როდესაც მერიის შენობაში შევყავდი, იძახოდნენ, რომ დავსაჯოთ, დავსაჯოთო. ფიზიკურად გაგვისწორდნენ, წაქცეულზეც მირტყეს. მცემეს, მირტყეს, მერიაში მომიპარეს და შემდეგ გამომაგდეს, რომ ეს მერე არ გვინდაო, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, მას ფიზიკურად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები უსწორდებოდნენ და მათ შორის იყვნენ სუს-ისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ ფაქტს შეესწრნენ მერიის მაღალჩინოსნები და დაცვის სამსახურის უფროსი.

ნიუპოსტი