მადრიდი თბილისს მხარს უჭერს – ესპანეთი „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს

მადრიდი თბილისს მხარს უჭერს - ესპანეთი „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევსესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება.

„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული გაეროს წევრი თითქმის არცერთი ქვეყნის მიერ. საქმე ეხება დეფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმის არცერთ სახელმწიფოში. ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონაში, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო (ოფისი) გაიხსნა. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა, რომ კატალონიის სამომავლო ბედი, მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან „დამოუკიდებლობის მიღებისთვის 26 წლის წინ, სამხრეთ ოსეთიც, იმავე პრობლემების წინაშე იდგა“.

იმედინიუსი