მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა ხაზარაძე კოტე გუნიას გაჰყვა ცოლად

მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა ხაზარაძე კოტე გუნიას გაჰყვა ცოლადმამუკა ხაზარაძის შვილი ანა ხაზარაძე დაქორწინდა. ჯვრისწერის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ცნობილია, რომ ანა ხაზარაძის რჩეული კოტე გუნიაა. მათ ფერადი წინდების ერთობლივი ბიზნესი აქვთ. წყვილმა ჯვარი მამადავითზე დაიწერა.

ანა ხაზარაძე ლონდონში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. მან ამერიკული აკადემია დაამთავრა, რომელიც თავად მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და ამის შემდეგ გაემგზავრა სასწავლებლად ლონდონში.

მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა ხაზარაძე კოტე გუნიას გაჰყვა ცოლადექსკლუზივნიუსი