მანჩესტერ სიტი მესის ტრანსფერში 400 მილიონ ევროს იხდის

მანჩესტერ სიტი მესის ტრანსფერში 400 მილიონ ევროს იხდისმანჩესტერ სიტი მზად არის ლიონელ მესის შესაძენად 400 მილიონი ევრო გადაიხადოს. მესის ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაუფორმებია და სწორედ ეს აძლევს იმედს მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობას. მესის ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, ამიტომ მისი პოზიცია უცნობია.

ბარსელონამ უკვე დაკარგა ერთი ლიდერი ნეიმარის სახით, ამიტომ კატალონიელები ყველანაირად ეცდებიან მესის შენარჩუნებას. მესი მთელი კარიერის მანძილზე მხოლოდ ბარსელონას ღირსებას იცავდა და სხვა არცერთ გუნდში მას ნათამაშები არა აქვს.