ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამი გათხოვდა, მისი მეუღლე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი, ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.
ნიკოლოზი და მარიამი დიდი ხანია შეყვარებულები არიან, თუმცა ამის მიუხედავად, წყვილმა ყველა წესის დაცვით იქორწინა. ზაფხულში მათ ნიშნობა ჰქონდათ, დღეს კი ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.
მარიამ გრიგოლია საკურთხეველთან დედამ მიიყვანა. პატარძალს ქორწილში ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც ანუკი არეშიძემ შეუკერა.
რეიტინგი

