მარკო როისი ბორუსიადან წასვლას აპირებს

მარკო როისი ბორუსიადან წასვლას აპირებსდორტმუნდის ბორუსიის ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი მომავალი სეზონიდან სხვა გუნდში აპირებს გადასვლას. მარკომ არ დამალა ის ფაქტი რომ დორტმუნდი მას მობეზრდა და სურს ძალები სხვაგანაც სცადოს.

”ბორუსიამ ძალიან ბევრი მომცა და ამ გუნდის მადლიერი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ ცვლილებების დროა და მსურს სხვა ჩემპიონატშიც ვნახო რა გამომივა. ერთ რომელიმე გუნდზე არ ვფიქრობ”– განაცხადა მარკო როისმა.

როისი ამჟამად ტრავმირებულია და ზოგადად ამ ფეხბურთელს ძალიან ხშირად აწუხებს ტრავმები. სწორედ ამის გამო მან ევრო 2016 გამოტოვა, მანამდე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება.