ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში თავი მეასედ გამოიჩინა და გატანილი გოლებით ის მხოლოდ კრიშტიანო რონალდუს ჩამორჩება. მეასე გოლი მესიმ საკმაოდ ლამაზი, საჯარიმო დარტყმით გაიტანა ბერძნული ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ.
ბარსელონამ შეხვედრა 3:1 მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი მეორე ტაიმის მანძილზე კაცნაკლულნი იყვნენ, რადგან მსაჯმა ხერარდ პიკეს მინდორი დროზე ადრე დაატოვებინა. ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონამ 9 ქულა მოაგროვა და კატალონიელები თავის ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ.

