მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივის

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივისდეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოში უჩივის.
საქმე პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელშიც მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა. რამიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მისი პატივისა და ღირსების შელახვაა, რის გამოც მეუფე იაკობს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე იაკობმა ის აგენტ-პროვოკატორად მოიხსენია, როგორც დეკანოზის, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებით.