პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი მოხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს. ნეიმარი მარსელის წინააღმდეგ მატჩში მოედნიდან გააძევეს, მას შემდეგ რაც მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ხელი კრა.
საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ჩათვალა, რომ ნეიმარი მკაცრ სასჯელს არ იმსახურებდა და მას მხოლოდ ერთი შეხვედრა აკმარეს. თვითონ ნეიმარმა თავის გაძევებაზე თქვა, რომ მისი პროვოცირება მოხდა და მან უბრალოდ თავი ვერ შეიკავა.
უნაი ემერიმ ნეიმარი გააკრიტიკა და თქვა, რომ მომავალში ბრაზილიელი ასე არ უნდა მოიქცეს.

