ბარსელონას ლეგენდამ ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ნეიმარს ბარსელონადან წასვლა უკვე ივნისში ჰქონდა გადაწყვეტილი.
ნეიმარმა ეს საიდუმლოდ უთხრა თავის თანაგუნდელებს მესის ქორწილში და ხავის თქმით ის ძალიან გაკვირვებული დარჩა, რადგან არ ეგონა თუ ნეიმარს ბარსას დატოვების სურვილი ექნებოდა.
”ნეიმარმა ყველას გვითხრა, რომ ახალი გამოწვევები სურდა და ბარსელონადან წასვლას აპირებდა. გაოგნებული დავრჩი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. იმედი მაქვს პსჟ-ში ის ბედნიერი იქნება”– განაცხადა ხავიმ.

