ნიკა გვარამიამ ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი ფეისბუქზე ასე შეაფასა:
“საზმაუზე ვუყურე ძალიან კარგი ქართველი რეჟისორის – ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს, “სავარძელი”. კულტურის სამინისტროს და ქართუ ფონდის დაფინასებით გადაღებულა.
სრული კრახი და კატასტროფა. არაფრით განსხვავდება ჯაჭვლიანის “მოიტა ნასოსისგან”. არა, განსხვავდება – სამარცხვინოდ პოლიტიზირებული და ნასოსზე ბევრად უფრო “ზანუდობაა”, თან პრეტენზიული.
მოკლედ, ვისაც შენგელაია გიყვართ, არასგზით არ უყუროთ.”