ფრანკ რიბერის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

ფრანკ რიბერის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდამიუნხენის ბაიერნს ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და რამდენიმე დღის წინ ბაიერნის ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტი გაანთავისუფლა. ამ ყველაფერს ფრანკ რიბერის ტრავმაც დაემატა, რომელიც ფრანგმა ფეხბურთელმა ჰერტასთან შეხვედრაში მიიღო.

როგორც აღმოჩნდა რიბერის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ფრანგი ფეხბურთელი სავარაუდოდ 3 თვეს გამოტოვებს. რიბერი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და ამის გამო მან შესაძლოა კარიერის დასრულებაზეც იფიქროს, რადგან ფრანგი ფეხბურთელი მალე 34 წლის გახდება.