მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა და მზად არის სათამაშოდ, თუმცა ამ შაბათ-კვირას ის სავარაუდოდ დაისვენებს, რადგან მანჩესტერის მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს გარისკვა არ სურს.
პოგბამ ტრავმა სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღო და მას შემდეგ ის მოედანზე აღარ გამოჩენილა. 5 ნოემბერს მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსის დაუპირისპირდება და პოგბას დაბრუნებას ამ შეხვედრაში ელიან.
მოურინიოს თქმით, ის მოუთმენლად ელის ფრანგი ნახევარმცველის დაბრუნებას, რადგან მის გარეშე მანჩესტერს უჭირს ნახევარდაცვაში.

