პოლიციელის ტყვიამ 19 წლის პოლიციელი იმსხვერპლა – რა მოხდა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან

პოლიციელის ტყვიამ 19 წლის პოლიციელი იმსხვერპლა - რა მოხდა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან“ნიუპოსტისთვის” აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავასთან მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი.
“ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპონდენტის ცნობით, ოკუპაციის ხაზთან სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ 19 წლამდე მამაკაცს მოხვდა. პოლიციელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსების თქმით, პაციენტს სასიცოცხლო ნიშნები უკვე აღარ ენიშნებოდა.

ოკუპაციის ხაზთან არსებულ საგუშაგოზე სამართალდამცავები უსაფრთხოებას იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი პირის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მუჟავაში გამგებლის წარმომადგენელის, მამუკა ჩხაპელიას, ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა.