საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საპატიმროს დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს.
– სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეეხო. 13 ქალბატონიდან საპატიმროს დღეს 12 დატოვებს, – განაცხადა ქორიძემ.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეწყალებულთა შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმარია, რომელიც, მისივე თქმით, მკვლელობისთვის იხდიდა ბრალს.

