ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის გადაცემის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, აღნიშნულ 1900 მ/ კვ ფართობში შედის პუშკინის სკვერის მიმდებარედ გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც, რაც დგინდება იმ საკადასტრო კოდით, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში. თუკი საკადასტრო კოდს ჩავწერთ საძიებო სისტემაში. აღმოჩნდება, რომ გასხვისებულ ტერიტორიას ეკუთვნის გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც. ოპოზიცია ამბობს, რომ საკრებულოს მრავლესობამ თვითმმართველობის ორგანული კანონი დაარღვია:
– თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, კოდექსი განსაზღვრავს თვითმმართველი ორგანოს ქონებას.ეს არის ძირითადი განუსხვისებელი ქონება და დამატებითი ქონება. ძირითად განუსხვისებელ ქონებას მიეკუთვნება გზები, სკვერები, წყლები და ა.შ. მათ შორის გუდიაშვილის გზაც წარმოადგენს ძირითად განუსხვისებელ ქონებას. ძრითადი განუსხვისებელი ქონების გასხვისება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაუშვებელია და ეს არის დანაშუალი. მას აქვს ერთადერთი განსაზღვრება, მისი გასხვისება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძირითადი განუსხვისებელი ქონება დაკარგავს ფუნქციას. ამიტომ თბილისის საკრებულომ, თბილისის მერიამ მოვითხოვთ აგვიხსნას რატომ დაკარგა გუდიაშვილის ქუჩამ ფუნქცია, – აცხადებს საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარიკა დათუკიშვილი.

