ქართველი ირინა შეიკი დაქორწინდა – ვიქტორია კოჩეროვა ლევან კინწურაშვილზე გათხოვდა

ქართველი ირინა შეიკი დაქორწინდა - ვიქტორია კოჩეროვა ლევან კინწურაშვილზე გათხოვდაქართველი ირინა შეიკი – ვიქტორია კოჩეროვა – გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ. წყვილმა ქორწილი ბათუმში გადაიხადა. გასული წლის “მის საქართველომ” კი ქორწილის დეტალებზე და თუ როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ექსკლუზიურად „რეიტინგთან“ ისაუბრა.
– ვიქტორია, პირველ რიგში, გილოცავ. ვინ არის შენი მეუღლე?
– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი მეუღლე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ.
ქართველი ირინა შეიკი დაქორწინდა - ვიქტორია კოჩეროვა ლევან კინწურაშვილზე გათხოვდა– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– პირველად მან „მის საქართველოს“ კონკურსზე მნახა. შემდეგ „after party-ზეც“ მოვიდა, თუმცა საჭიროდ არ ჩათვალა, ჩემთან მოსულიყო გასაცნობად და უკან გაბრუნდა. შემდეგ facebook-ზე მომილოცა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით – მისი არც გვარი ვიცოდი, არც ვიზუალურად მყავდა ნანახი, რადგან დაფარული account-ი ჰქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგადად, უცხო ადამიანებს არ ვპასუხობ, მით უმეტეს, ვისაც არც სურათი უდევს, არც სახელი უწერია, თუმცა გამონაკლისი დავუშვი. საბედნიეროდ, 8 თვის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და იქიდან ერთი წლის თავზე დავქორწინდით.
– სად იყო ქორწილი?
– ქორწილი ბათუმში, “შერატონში” გადავიხადეთ.

– საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თუ ესწრებოდნენ, პოლიტიკოსები?
– ქორწილს 400 ადამიანი ესწრებოდა და რა თქმა უნდა, მათ შორის პოლიტიკოსებიც.
– თაფლობის თვე სად გაატარეთ?
– სხვადასხვა მიზეზის გამო თაფლობის თვე ცოტა ხნით გადავდეთ.
– შენს საქორწილო კაბაზე რას გვეტყვი?
– საქორწილო კაბის დიზაინი მე მეკუთვნის. დანარჩენი ყველაფერი “მარიონელას” მივანდე, რომელთაც მოლოდინს გადააჭარბეს.

რეიტინგი.გე