მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა მზად არის გარეტ ბეილი გაყიდოს, რადგან უელსელი ფეხბურთელი ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და იშვიათად თამაშობს. ამჟამად ბეილი ისევ ტრავმირებულია, რის გამოც ის თავის ნაკრებს გადამწყვეტ შეხვედრებში ვერ დაეხმარა.
ბეილის ყიდვა მანჩესტერ იუნაიტედს სურს, მაგრამ აქამდე რეალი უელსელი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებდა, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა და ბეილის წასვლაც უფრო რეალურია, ვიდრე ადრე. რეალმა თავის დროზე ბეილი 100 მილიონ ევროდ შეიძინა და ამაზე ნაკლებად სამეფო კლუბი ბეილის გაყიდვას არ აპირებს.

