რუსმა როკ-მომღერალმა ზემფირამ და მსახიობმა და რეჟისორმა რენატა ლიტვინოვამ იქორწინეს.
როგორც რუსული მედია იტყობინება, წყვილმა შვედეთში იქორწინა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2009 წელს დაკანონდა.
რუსული მედიის ცნობით, საქორწილო ცერემონიის შემდეგ ისინი თაფლობის თვის გასატარებლად ჯერ სტოკჰოლმში გაემგზავრნენ, შემდეგ კი ტალინში გადაინაცვლეს.