საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ქომაგები ტრიბუნიდან გადმოვარდნენ – ვიდეო

საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ქომაგები ტრიბუნიდან გადმოვარდნენ - ვიდეოსაფრანგეთის ლიგის მერვე ტურის, “ამიენ” – “ლილის” მატჩის დროს, თამაში მე-16 წუთზე შეწყდა. ამის მიზეზი “ლა ლიკორნის” სტადიონზე მომხდარი შემთხვევა გახდა.

“ლილის” ფანები, ფეხბურთელი ფოდე ბალოს გატანილ გოლს ზეიმობდნენ, რა დროსაც მთელი ძალით წინაღობას დააწვნენ. ღობემ ვერ გაუძლო ათობით ადამიანს და ჩამოვარდა.

ინციდენტის შედეგად 18-მდე ადამიანი დაშავდა – მათგან სამს სერიოზული ტრამვა აქვს. მატჩი, უსაფრთხოების მიზნით გადაიდო.

იმედინიუსი