შსს პროკურატურის წინააღმდეგ – ხუციშვილი: “ტყუილია, რომ პავლიაშვილის ინციდენტის ჩანაწერები არ არსებობს”

შსს პროკურატურის წინააღმდეგ - ხუციშვილი: "ტყუილია, რომ პავლიაშვილის ინციდენტის ჩანაწერები არ არსებობს"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ჟურნალისტებთან საუბარში რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე მომდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

– არ ვიცი პროკურატურა რას ამბობს, მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩანაწერები. როგორც ჩემთვის ცნობილია, კადრებში არ არის ასახული დაკავების პროცესი. მხოლოდ დაკავებულის ცუდად გახდომის მომენტი ჩანს. რატომ არ ასახავს ჩანაწერი, უშუალოდ დაკავების პროცესს, ამაზე უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვა. კადრები გასაჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როცა გამოძიება ამას ჩათვლის საჭიროდ. ინფორმაცია, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია, – განაცხადა ხუციშვილმა.

25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის პაატა პავლიაშვილი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

იმედინიუსი