თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა

თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდამცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა. მეჭიაური გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

მისი თქმით, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტინები ვარგის ბიულეტინებად ცნეს და 4 ხმა მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს.